სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს
03.10.2022
უკან დაბრუნება
სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ცენტრალური ოფისი ქუთაისში უნდა განთავსდეს. ამის შესახებ განცხადება სამეცნიერო - ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" თანადამფუძნებელმა ნუგზარ კოხრეიძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა. კოხრეიძე ამბობს, რომ ღია მხარდაჭერას უკვე 40-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია უცხადებს. კოხრეიძემ მედიას არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდამჭერი დოკუმენტიც გააცნო, რომელსაც ხელს ძირითადად ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 40-მდე რეგიონული არასამთვრობო ორგანიზაცია აწერს. ნუგზარ კოხრეიძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაბის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.