ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრმა „ საგუნდო მუსიკის კონცერტებს“ უმასპინძლა
03.10.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრმა „ საგუნდო მუსიკის კონცერტებს“ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა გორის გოგონათა გუნდმა, თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელამ და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდმა მიიღო. პროექტი სხვდასხვა რეგიონში ხორციელდება, სადაც მსმენელს კონცერტების ციკლს საქართველოს საგუნდო საზოგადოება წარუდგენს.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ ფარგლებში დაფინანსდა.