ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28 ტური ზესტაფონში დავით აბაშიძის სახ. ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა
03.10.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28 ტური ზესტაფონში დავით აბაშიძის სახ. ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ქუთაისის ტორპედო ნომინალური მასპინძლის რანგში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდის მხრიდან
რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნის მიუხედავად მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.
მოპოვებული ერთი ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში 44 ქულით კვლავ მესამე პოზიციას ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას ტორპედოელები სტუმრად უშუალო კონკურენტ გორის დილასთან 7 ოქტომბერს გამართავენ .