დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა
30.09.2022
უკან დაბრუნება
დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ქუთაისში ნინოშვილის სკვერში სხვადასხვა სპორტული აქტივობა გაიმართა. მოეწყო საჩვენებელი შეხვედრა კალათბურთში, სიმბოლური გარბენი. ნინოშვილის სკვერში სპორტული თემატიკის ფოტომასალაც გამოიფინა. ღონისძიებას ქალაქის მერი, და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების საქალაქო ღონისძიებების განყოფილების უფროსი დაესწრნენ. მათ ოლიმპიადაში მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილი ღონისძიებებით იხსნება.
საქართველოს რეგიონის ცენტრალურ ქალაქებში ეწყობა სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობბაში ტარდება.