აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 30 წლისაა
30.09.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 30 წლისაა. საიუბილეო კვირეული დღეს მისასალმებელი ღონისძიებით დაიწყო. კვირეულის გახსნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტთა ფართო კონტინგენტითა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. აქ 14 საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს და ფაკულტეტზე 3 625 სტუდენტი სწავლობს.