შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმის #7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სტენდზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც გამოფინა
30.09.2022
უკან დაბრუნება
ბათუმის #7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სტენდზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც გამოფინა. ამ ფაქტს სკოლის მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა და ერთ-ერთმა მოსწავლემ სტენდთან აფხაზეთის დროშა ჩამოხია. ფაქტზე აჭარის განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია. სკოლის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს და პასუხისმგებლობას იმ სტამბას აკისრებს, რომელმაც სტენდისთვის დროშები დაბეჭდა.