შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანსა და კრივის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით წიკლაურს შორის დაპირისპირება კვლავ აქტუალურია.
30.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანსა და კრივის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით წიკლაურს შორის დაპირისპირება კვლავ აქტუალურია. მინისტრმა ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტს მისი ცემა უნდოდა. “ ჩვენ გვყვანან მოკრივეები ერთმანეთზე ღირსეულები არა მხოლოდ თავიანთი მიღწევებით, არამედ ქცევით. წიკლაურის ქმედება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეებზე. მათ ისეთი შედეგი აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ--განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება კრივის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით წიკლაურს, მისთვის მოულოდნელია მინისტრის განცხადება, “კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ სამინისტროში რომ დაგვიბარეს, გვეგონა გამარჯვების მოლოცვა უნდოდათ, სინამდვილეში მინისტრმა გამოგვყარა, ეს მხოლოს ჩვენს უწყინარ თხოვნაზე რომ ფედერაციისთვის კუთვნილი თანხები გადმოერიცხათ. ბუნებრივია, ოპოზიციამ დაპირისპირების ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. დეპუტატი რომან გოცირიძე უმალვე გამოეხმაურა ფაქტს და განაცხადა, რომ უბედურია ქვეყანა, სადაც კულტურა და სპორტი თეა წულუკიანს აბარია. კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა მოძალადე მამაკაცი ქალზე ძალადობას უარყოფს, ასეთია ყველა ქვეყანაში ქალზე მოძალადე ან ძალადობის მოსურნე მამაკაცის რეაქცია, თითქოს ის არაფერ შუაშია. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით ქართულ კრივს სამინისტროსგან აუცილებლად ექნება ხელშეწყობა, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით.