ქუთაისში, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ეგიდით , ღონისძიება გაიმართა
29.09.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ეგიდით , ღონისძიება გაიმართა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან" და უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ლაბორატორიული რესურსები; ჩატარდა სემინარი თემაზე “განახლებადი ენერგიის წყაროები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“.