შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
29.09.2022
უკან დაბრუნება
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვიდან ჩავიდა. მოსკოვში იგი პუტინს შეხვდა და შემდეგ იქიდან სოხუმში გაემგზავრა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ლუკაშენკო ბიჭვინთის სამთავრობო რეზიდენციაში შეხვდა. ფაქტს საქართველოს პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერში წერს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ და ეწინაარმდეგება საერთაშორისო სამართალსა და ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს. ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლუკასენკოს მხრიდან ეს არის ცინიკური დამოკიდებულება და ყველა საერთაშორისო წესის დარღვევა.