შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქუთაისში სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა
29.09.2022
უკან დაბრუნება
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქუთაისში სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე. დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.