საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშმა, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
29.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშმა, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეთანხმების გაფორმებამდე საქართველოს გენერალურ პროკურორსა და ევროკავშირის პროკურატურის მთავარ პროკურორს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სადაც მათი უწყებების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.