შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
29.09.2022
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარიხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის, საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ დადგეს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, სარემონტო სამუშაოები მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმაც დაათვალიერა.