ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი იანი დაატყდა თავს
29.09.2022
უკან დაბრუნება
ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი იანი დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს.სტიქიის შედეგად, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ფლორიდის გუბერნატორის თქმით, ქარიშხალი უკვე აყენებს სერიოზულ ზიანს შტატის ინფრასტრუქტურას, მაქსიმუმს აღწევს წყლის დონე, ნეიფლსისა და ფორტ მეიერსის დასახლებები კი დაიტბორა. გაუქმებულია 2000-მდე ავიარეისი.
ამჟამად, „იანი“ ჩრდილოეთით გადაადგილდება. შაბათისთვის ის უკვე ჯორჯიის შტატს, კვირას კი – სამხრეთ კაროლინას მიაღწევს. მანამდე, ქარიშხალმა „იანიმ“ კუბას გადაუარა, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ელექტროსადენების დაზიანების გამო, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.