გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა
29.09.2022
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა.
მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით არსებული ვითარება გააცნო. ოთარ შამუგიამ ამერიკის მხარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.