შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
28.09.2022
უკან დაბრუნება
ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. დღეს ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 40000-50000- ათასამდე ადამიანი კვდება. ცოფის ვირუსი ორგანიზმში აღწევს დაზიანებულ კანზე ან დაუზიანებელ ლორწოვანზე პირდაპირი კონტაქტით. ცხოველის მიერ კბენის შემდეგ ცოფის ვირუსის გამრავლება ხდება კუნთში, შემდეგ ვირუსი შეიჭრება პერიფერიულ ნერვში, იქიდან გადადის ნერვულ სისტემაში. ადამიანის ცოფს ახასიათებს აღგზნებითი ფორმებით მიმდინარეობა. სიპტომების გამოვლენიდან სიკვდილი ვითარდება ორი კვირის განმავლობაში. ცოფით დაავადებული ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სიპტომია წყლის შიში, ასევე ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი კუნთების რეფლექსური სპაზმი. სახასიათოა ასევე გაძლიერებული ნერწყვის და ცრემლის დენა. პაციენტს გამუდმებით სდის პირიდან ნერწყვი თხელ ნაკადად. დაავადებიდან მეორე- მესამე დღეს მეტყველება გაუგებარი ხდება, ჰალუცინაციების შედეგად ავადმყოფი ადგილს ვერ4 პოულობს. ამის შემდეგ იწყება დამბლის სტადია, რომელიც გრძელდება 2-3 დღემდე. ვითარდება თვალის კუნთის და ქვედა კიდურების დამძიმება., რაც თავისთავად იწვევს პაციენტის სიკვდილს. ცხოველის კბენის შემდეგ პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია: ჭრილობის დაუყოვნებლივ ჩამობანა წყლის უხვი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში, 70 პროცენტიანი სპირტით დამუშავება, სასწრაფო ვაქცინაცია. ცოფის გადამტანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი შინაური ან გარეული ცხოველი. ხშირ შემთხვევაში ცოფის გადამტანი ხდება მაწანწალა ცხოველები--ძაღლები ან კატები. ცოფის მკურნალობა არ მიმდიონარეობა სიპტომების გამოვლენის შემდეგ, რადგან ასეთ დროს დაავადების შედეგი ასი პროცენტით ფატალურია.