შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია გრძელდება
28.09.2022
უკან დაბრუნება
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია გრძელდება. ღონისძიებას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, ტარდება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა. კონფერენციის ფარგლებში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე შვეიცარიის გენერალურ პროკურორს სტეფან ბლატლერს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობის მზაობას.