იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა
28.09.2022
უკან დაბრუნება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა.
მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შეთანხმების გასაფორმებლად. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ბრიუს შვარცს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისათვის.