შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აქვეყნებენ
28.09.2022
უკან დაბრუნება
საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აქვეყნებენ. მათი მტკიცებით, ხმების სრულად დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ე.წ ამომრჩევლების 99.23%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87%-მა დაუჭირა მხარი. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. რეფერენდუმის მიმდინარეობის დროს უხეში დარღვევები და საჩივრები არ დაფიქსირებულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყალბი არჩევნების მედიაში გავრცელებული შედეგები უკრაინისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.