რუსული აგრესიის 217-ე დღეს საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხრეთ ნაწილში გააქტიურდნენ
28.09.2022
უკან დაბრუნება
რუსული აგრესიის 217-ე დღეს საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხრეთ ნაწილში გააქტიურდნენ. უშედეგო აღმოჩნდა თავდასხმის მცდელობა ოდესის ოლქში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იქ სამი ირანული „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 23 სექტემბრიდან პოლიციის გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 582 სამხედრო დანაშაული ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.