აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზ პოეტსა და მთარგმნელს ნიკა ბაძაღუას უმასპინძლეს
27.09.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზ პოეტსა და მთარგმნელს ნიკა ბაძაღუას უმასპინძლეს. ღონისძიება სიმბოლურად სოხუმის დაცემის დღეს გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სტუმარმა მის მიერ აფხაზურიდან ქართულად ნათარგმნი აფხაზი პოეტის ივანე თარბას წიგნი სახელწოდებით “ მიყვარს ჩემი აფხაზეთი“ წარუდგინა. კრებულში შესულია ავტორის 100 ლექსი.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები აფხაზ და ქართველ ხალხის შორის დაახლოებასა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.