27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
27.09.2022
უკან დაბრუნება
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა. ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება.“
თარიღი მრევლს წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარის დეკანოზმა მიულოცა. მამა ავთანდილმა ასევე სოხუმის დაცემის თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრა.