შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალს ესტონეთის დელეგაცია ეწვია
22.09.2022
უკან დაბრუნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალს ესტონეთის დელეგაცია ეწვია. მხარეებმა ურთიერთათანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ესტონეთის “იდავირუმას“ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2010 წლიდან გრძელდება. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, რაც გულისხმობს როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენტების გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობებს.