გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო
21.09.2022
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო.
ოთარ შამუგია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ღვინის ეროვნული შტაბის ხელმძღვანელებთან ერთად ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
მან სოფლებში ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსებული ღვინის მწარმოებელი მცირე საწარმოებიც მოინახულა.