რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის" დასაცავად მიიღო. მობილიზაციის შესახებ განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მისი განმარტებით, ომში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან. მობილიზაციისთვის საჭირო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, რასაც დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მცხოვრებლები ე.წ. „რეფერენდუმების“ დროს მიიღებენ. შეგახსენებთ რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტული ხელისუფლებები რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებას გეგმავენ. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ „რეფერენდუმები“ უკანონოა და მათ შედეგებს არ აღიარებენ.