შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს
21.09.2022
უკან დაბრუნება
21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინა. ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში გაუჩნდათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. წმინდა მარიამი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. ღვთისმშობლობას საქართველოში განსაკუთრებით ზეიმობენ, ვინაიდან საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.