ომის 210-ე დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს
21.09.2022
უკან დაბრუნება
ომის 210-ე დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა 7 სარაკეტო, 20-მდე საავიაციო და 15-ზე მეტი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს.
კუპიანსკში სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 9 დაშავდა. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. დაიბომბა ხარკოვის, ბახმუტისა და სლავიანსკის დასახლებული რაიონებიც.
ოკუპანტთა სამიზნე გახდა პეჩიგინის წყალსაცავიც, თუმცა აფეთქების შედეგად დამბა არ დაზიანებულა.