შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირანში მასშტაბური დემონსტრაციების გამართვა გრძელდება
21.09.2022
უკან დაბრუნება
ირანში მასშტაბური დემონსტრაციების გამართვა გრძელდება. ქვეყანაში დემონსტრაციები მას შემდგე დაიწყო, რაც „ჰიჯაბის არასათანადოდ ტარების“ გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ირანში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან, თმას იჭრიან და სკანდირებენ „სიკვდილი დიქტატორს!“. აქციების დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.