შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის " ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა
20.09.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის " ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეიარაღებულმა პირმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით მძევლად 12 პირი აიყვანა. თავდამსხმელი პერიოდულად მძველებისგან ფეისბუკის ლაივ-რეჟიმში გასვლას მოითხოვს და საკუთარი მოთხოვნების შესახებ აცხადებს. პირი, რომელიც სამხედრო ფორმაშია ჩაცმული ამბობს, რომ მას ასაფეთქებელი საშუალებები აქვს დამაგრებული როგორც სხეულზე, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობებია ბანკის კარზეც. თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს, ვეტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის დროშას და ანკესს ითხოვს.