ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 27 ტურს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა
19.09.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 27 ტურს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ქუთაისის ტორპედო გათამაშების ლიდერს ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პორველ ტაიმში ტორპედოელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ბათუმელთა კარში გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა. შესაბამისად თამაშის პირველი ნახევარი 1:0 დამთავრდა. რაც შეეხება მეორე ტამს
ორივე გუნდის მიერ გოლის გატანის უამრაცვი მცდელობისა თამაშის მეორე ნახევარი 0:0 დასრულდა. საბოლოოდ შეხვედრა ტორპედოელტა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ქუთაისელებმა 43 ქულით გათამაშების ცხრილში 3 პიზიცია დაიკავეს. ამჟამად ჩემპიონატში გამოცხადებულია სანაკრებო პაუზა რომელიც ორი კვირის შემდეგ განახლდება და ტორპედო 2 ოქტომბერს გათამაშების ცხრილში მყოფ 2 ადგილოსან თბილისის დინამოს კვლავ ზესტაფონში უმასპინძლებს.