კიკეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 54 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობას და 5 პირის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
19.09.2022
უკან დაბრუნება
კიკეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 54 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობას და 5 პირის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა. უფლებადამცველის ინფორმაციითვე, ბრალდებულმა ადგილზე თავის დასაცავად ისროლა, რადგან დაპირისპირების დროს მას და მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ.
სისხლიანი ინციდენტი კიკეთში 2 დღის წინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთ შელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც 1 საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.