უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ხარკოვში ღამის იერიშების გამო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა, ოლქის გუბერნატორის თქმით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ღამის განმავლობაში შეწყვეტილი იყო დონეცკის სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.