საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
19.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალისთვის დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით კი, პრემიერი გენერალური ასამბლეის დებატებში ჩაერთვება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.