ომის 205-ე დღე. რუსეთი უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებს ბომბავს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კუპიანსკისა და იზიუმის დასახლებულ რაიონებზე, რის შედეგადაც ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. კუპიანსკში სარაკეტო დარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 2 ბავშვია.
ქალაქ იზიუმთან ახლოს მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ცხედარია დაკრძალული. რუსულმა ძალებმა მორიგი ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ კრივოი-როგზე, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესის რეგიონზე, რუსულმა ჯარებმა ოლქს საკრუიზო რაკეტა შავი ზღვიდან დაუმიზნეს. მძიმე ბრძოლები გრძელდება ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებითაც.