შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - „სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა
16.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - „სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა და მინისტრებმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვეს.