შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა
16.09.2022
უკან დაბრუნება
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. პარლამენტში გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას ოპოზიციაც მხარს დაუჭერს.