შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 41 სკოლაში სწავლა დაიწყო
16.09.2022
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 41 სკოლაში სწავლა დაიწყო. საზეიმო ღონისძიებები ორწლიანი პაუზის შემდეგ ყველა სასწავლო დაწესებულებაში გაიმართა, საქართველოს ჰიმნის ფონზე მოსწავლეებმა ტრადიციულად აღმართეს ეროვნული დროშა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკასელებს, რომლებსაც წარმატებები, საინტერესო და ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრება ელოდებათ წინ, პატარა მოსწავლეებს გადაეცათ კომპიუტერები და უფასო სახელმძღვანელოები, სასკოლო წიგნები მიიღო ასევე, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლემ. სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწესრიგდა სასწავლო კაბინეტები , სველი წერტილები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლიდან სწავლა 5000 მოსწავლემ დაიწყო. სწავლის დაწყების ღონისძიებას მერთან, თვითმმართველობის პირველ პირებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ნინოწმიდის და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან მყოფი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები.