შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის, სოფელ ცხრაწყაროს ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
16.09.2022
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის, სოფელ ცხრაწყაროს ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, დამონტაჟდა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები, მოწესრიგდა სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, სკოლა სრულად ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში წელს 7 სკოლის სრული რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ამ ეტაპზე რეგიონში დამატებით 10 საჯარო სკოლის სრული მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. ასევე, მიმდინარე წელს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 სკოლას ჩაუტარდა. დღესვე, ახალი სასწავლო წელი განახლებულ გარემოში დაიწყო ტყიბულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წლიდან დაიწყო. ფონდი მხოლოდ იმერეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 84.8 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.