აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღო
15.09.2022
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღო.
სამედიცინო სფეროთი დაინტერესებულ მოსწავლეებს უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე და სამედიცინო ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხდნენ. სტუმრებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და უნივერსიტეტში არსებულ სამედიცინო პროგრამებს გაეცნენ.
მოისმინეს ლექციები საქართველოსა და აფხაზეთის კულტურულ ურთიერთობებზე. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ახალგაზრდები უნივერსიტეტში ორი დღის განმავლობაში დარჩებიან.
საგანმანათლებლო დაწესებულება მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვას მომავალსიც გეგმავს.