შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოთხშაბათის პლენარული სხდომა ტრადიციულად განცხადებებით დაიწყო
11.05.2016
უკან დაბრუნება
ოთხშაბათის პლენარული სხდომა ტრადიციულად განცხადებებით დაიწყო.
თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან წყალტუბოში 22რ მაისს გასამართ შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა.
ცაგარეიშვილის განცხადებით წყალტუბოში თავისუფალი დემოკრატების წინა საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიან.
დღესვე სესიაზე განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა 2016ი წლის არჩევნებში ქართული ოცნების მოსალოდნელი დამარცხების მოახლოებაზე ისაუბრა.
გიორგი კანდელაკს განცხადების ფორმატში უპასუხა მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ.
მისი განცხადებით ნაციონალურ მოძრაობას არავითარი შანსი არ აქვს არჩევნებში გამარჯვების და მაგალითად გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლა მოიყვანა.