ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის გამოსვლა ევროპარლამენტში
14.09.2022
უკან დაბრუნება
დიდი ფასი გადაიხადეს ჩვენმა მეგობრებმა უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ. ჩვენ უნდა მოგვესმინა მათთვის ვინც იცნობს პუტინს - ამ სიტყვებით გამოვიდა ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი. სხდომას ესწრებოდა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ერთიანობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ პრობლემზე გაამახვილა, რაც უკრაინაში რუსეთის ომმა წარმოქმნა. ლაიენმა უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ევროს გამოყოფა და კიევში ჩასვლა დაანონსა.