შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინაში ომის 203-ე დღეა
14.09.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში ომის 203-ე დღეა.მძიმე ბრძოლები გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით. ქალაქ ნიკოპოლზე რუსული ჯარების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობას შეეზღუდა წყალმომარაგებაც. 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების ავიაიერიშებს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხივზე თავდასხმის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. აფეთქებების ხმა ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში სუმის ოლქში, დაბომბილია რეგიონის რამდენიმე დასახლება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.