აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ამ დროისთვის, სიმშვიდეა
14.09.2022
უკან დაბრუნება
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ამ დროისთვის, სიმშვიდეა. ბოლო ინფორმაციით, გუშინ მომხდარ შეტაკებებს, ორივე მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს საზღვართან მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს. სასაზღვრო ზოლში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას სომხური მხარეც ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სიტუაციის სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.