შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დიდი ბრიტანეთს დედოფლის, ელისაბედ მეორეს ცხედარი ედინბურგიდან ლონდონში გადმოასვენეს
14.09.2022
უკან დაბრუნება
დიდი ბრიტანეთს დედოფლის, ელისაბედ მეორეს ცხედარი ედინბურგიდან ლონდონში გადმოასვენეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომლითაც მონარქის ცხედარი შოტლანდიიდან გადმოასვენეს, ნორსოლტის აეროპორტში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი შეხვდნენ. ამის შემდეგაც კორტეჟი ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა, სადაც მას მეფე ჩარლზ მესამე, პრინცები უილიამი და ჰარი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები დახვდნენ. სასახლესთან კორტეჟის გამოჩენას მოსახლეობა ტაშით შეხვდა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა. დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.