15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება
14.09.2022
უკან დაბრუნება
15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისი N2 საჯარო სკოლაში 150 პირველკლასელია დარეგისტრირებული. სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით სკოლა აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. პირველკლასელებს სასკოლო ოთახებში დახვდებათ ინდივიდუალური წიგნები და კომპიუტერი.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით გაუქმებულია სკოლის შენობებში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება.