შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინული ძალები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობენ
13.09.2022
უკან დაბრუნება
უკრაინული ძალები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობენ. ბოლო 24 საათში მათ კონტროლი ხარკოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლებულ რაიონზე აღადგინეს, რომელიც რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. უკრაინელები წინ მიიწევენ ხერსონშიც, სადაც ოკუპანტებისგან 13 დასახლებული რაიონია გათავისუფლებული. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გაწმენდილია 6 000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია. განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა.