ორ წლიანი პაუზის შემდეგ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სტარტს იღებს
13.09.2022
უკან დაბრუნება
ორ წლიანი პაუზის შემდეგ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სტარტს იღებს. ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციამ, ასევე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებიდან საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაზე განიხილეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და სხვა სპორტულ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები. დღესვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მათზე მორგებული კონკრეტული დავალებები მიიღეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში არის დაგეგმილი.