მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა
13.09.2022
უკან დაბრუნება
მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა. შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი.
კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წელს დაიწყო, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.