ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის შეხვედრა გაიმართა
12.09.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორებმა, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის თემა იყო - ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა.
ლექციები წაიკითხეს ; ნეირომეცნიერების, კიბოს მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.
კონფერენციის პარალელურად ჩატარდა უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა , სადაც უნივერსიტეტის 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები განიხილეს,იმსჯელეს უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებებზე და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტებზე.
კონფერენციის მინაწილეებს ონლაინ ფორმატში მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.