შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ომის 201-ე დღეს უკრაინული ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ
12.09.2022
უკან დაბრუნება
ომის 201-ე დღეს უკრაინული ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებენ. ხარკოვის ოლქში მათ 40-მდე დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს. ოკუპანტები მასობრივად ტოვებენ ლუგანსკს და დონეცკსაც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდ დანაკარგებს განიცდიან. უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევების საპასუხოდ, ოკუპანტები მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. მათი სამიზნე გახდა ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ინფრასტრუქტურული ობიექტები. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა ხარკოვის თბოელექტროსადგური, რის გამოც რამდენიმე ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.