ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 26-ე ტურს ბოლნისის თენგიზ სტეფანიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა
12.09.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 26-ე ტურს ბოლნისის თენგიზ სტეფანიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა სიონი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ტორპედოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შესაბამისად მატჩიც მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გოლები ბუღრიძემ,კაბალიერომ და ტაბატაძემ გაიტანეს. მოპოვებული სამი ქულით ქუთაისელები გათამაშების ცხრილში 40 ქულით მეოთხე პოზიციაზე გადავიდნენ და მესამე ადგილოსან სამგურალს ორი ქულით ჩამორჩებიან. მოდევნო შეხვედრას 14 სექტემბერს ტორპედო სტუმრად დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალში თბილისში ეროვნული ლიგა ორის წარმომადგენელ “სპაერთან“ გამართავს.